კასპელი ძიუდოისტი ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებულია



კასპელი ძიუდოისტი ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებულია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დღეს ძიუდოს გრანდ სლემმა აიღო სტარტი. ტურნირი 5-7 ნოემბერს გაიმართება, რომელზეც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით ასპარეზობს. პირველ საშეჯიბრო დღეს გათამაშებაში სამი ქართველი სპორტსმენი ჩაება, რომელთაგანაც ჯაბა პაპინაშვილი (60კგ) ტურნირის გამარჯვებული გახდა. ქართველი ფინალში რუს ალბერტ ოგუზოვს შეხვდა და ვაზარით დაამარცხა. ჯაბამ ნახევარფინალში მონღოლ ენკტაივანს სძლია.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ