"Facebook ვერ დაინახავს მიმოწერებს და მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს" - WhatsApp
ესინჯერ WhatsApp-ის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ მისი ახალი კონფიდენციალურობის პოლიტიკა არ აძლევს უფლებას მფლობელ კომპანია Facebook-ს, ჰქონდეს წვდომა კონტაქტების მიმოწერასა და მომხრებელთან კონტაქტებზე.
"WhatsApp ვერ ხედავს ვერც თქვენს პერსონალურ მიმოწერას და არ უსმენს ზარებს, ისევე როგორც Facebook. WhatsApp არ აწარმოებს ანგარიშს, თუ ვის წერს ან ურეკავს მომხმარებელი. WhatsApp არ უზიარებს თქვენი კონტაქტების შესახებ ინფორმაციას Facebook-ს. ჯგუფური ჩატები WhatsApp-ში რჩება პრივატული“, - ხაზგასმულია კომპანიის განცხადებაში, რომელიც ადმინისტრაციამ გაავრცელა.
მანამდე WhatsApp-მა განაახლა მომხმარებელთან შეთანხმება, რითაც ყველას, ვინც ამ მესინჯერს იყენებს, დააკისრა ვალდებულება, გაეზიარებინა მონაცემები Facebook-თან. უფრო კონკრეტულად კი კომპანიას ექნებოდა წვდომა ტელეფონის ნომრებზე, ტრანზაქციებზე და მომხარებლების IP-მისამართებზე.
წყარო : bpn.ge