პასუხისმგებლობა პრაიდის ორგანიზატორებმა უნდა აიღონ, ჩვენ ვილოცებთ - ანდრია ჯაღმაიძე ჰომოფობიური ჯგუფების მიერ განხორციელებულ ძალადობაზე



პასუხისმგებლობა პრაიდის ორგანიზატორებმა უნდა აიღონ, ჩვენ ვილოცებთ - ანდრია ჯაღმაიძე ჰომოფობიური ჯგუფების მიერ განხორციელებულ ძალადობაზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საპატრიარქოს მოწოდებით, თბილისი პრაიდის" კონტრაქციაზე მისული მრევლისა და საეკლესიო პირების" მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას - ღირსების მარშის ორგანიზატორებს აკისრებს.

მისივე თქმით, მოსახლეობა ერთი თვეა აპროტესტებს ღირსების მარშს, თუმცა არავინ შეისმინა მოსახლეობის მოთხოვნები და ხალხი მაქსიმალურად დაძაბა.

"ეს შეკრება დღეს ძალიან კარგად მართეს ორგანიზატორებმა. ამ ხუთდღეულის ორგანიზატორებმა ძალიან კარგად მართეს ხალხის ემოციები, მაქსიმალურად დაძაბეს ხალხი. ერთი თვეა ისმის მოსახლეობის მხრიდან პროტესტი, არავინ არ შეისმინა, მიიყვანეს აი ამ დაძაბულობამდე. ამიტომ, პასუხისმგებლობა პირველ რიგში უნდა აიღონ მათ. ჩვენი გეგმა იქნება ლოცვა," - განაცხადა მამა ანდრიამ (ჯაღმაიძემ).

ასევე შეგიძლიათ იხილოთ