შიდა ქართლში კორონა ვირუსით ინფიცირების 280 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 49 189 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 357 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 832 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 279 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 128 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 236 შემთხვევა, აჭარა - 811, იმერეთი - 537, ქვემო ქართლი - 246, შიდა ქართლი - 280, გურია - 106, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 287, კახეთი - 398, მცხეთა-მთიანეთი -101, სამცხე-ჯავახეთი - 102, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24.