Tv მონიტორინგის ჟურნალისტს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა



Tv მონიტორინგის ჟურნალისტს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

Tv მონიტორინგის ჟურნალისტს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. ოფიციალური უწყების ინფორმაციით, ირაკლი კოშაძეს სამსახურეობრივ უფლებამოსილების შესრულებაში ხელი გია კურტანიძემ შეუშალა და რეპორტიორს მორალური და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154 - 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. მომხდარის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული გია კურტანიძე დააკავეს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ