შიდა ქართლში პოლიციამ უკანონო იარაღი ამოიღო - დაკავებულია ერთი ადამიანი
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების და კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ერთი პირი დააკავეს, ერთი კი ამხილეს.
დაკავებულის - 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.კ.-ს პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 7 ვაზნა და მჭიდი, ხოლო მხილებული პირის - 1944 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ვ.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომატი, 3 მჭიდი და 87 ვაზნა.