ტვ მონიტორინგის ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ დევნის ფაქტზე ორი პირი ამხილეს



ტვ მონიტორინგის ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ დევნის ფაქტზე ორი პირი ამხილეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია ,,მედია მონიტორინგისჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ დევნის ფაქტზე ორი პირი ამხილა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, ტელეკომპანია ,,მედია მონიტორინგისჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე მხილებული იქნა 2 პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 23 ივლისს, ტელეკომპანიის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც გორი-თბილისის მარშრუტზე მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსებში არსებულ პრობლემებს შეეხებოდა. აღნიშნულ სიუჟეტთან დაკავშირებით კი 25 ივლისს, . თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგისჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ ორმა მოქალაქემ გამოხატა აგრესია და მათზე ფიზიკურად იძალადა. მიყენებული დაზიანებების გამო, ოპერატორი გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულების მომართვის შემდეგ, დაუყოვნებლივ ჩაატარა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, გამოიკითხნენ ფაქტის შემსწრე პირები, მოპოვებული იქნა ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, ჩატარდა ამოცნობა და დაინიშნა ექსპერტიზა.

დანაშაულში მხილებულ პირებს ..- და ..- ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156- მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა.

დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ