გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექიმმა პაციენტს ოქრო მოპარა



გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექიმმა პაციენტს ოქრო მოპარა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექიმმა პაციენტს ძვირადღირებული ოქროს ნივთი მოპარა. ,,ტვ მონიტორინგის“ ინფორმაციით, შემთხვევა სამედიცინო დაწესებულებაში იმ დროს მოხდა, როდესაც  კაცი გამოკვლევებზე იმყოფებოდა. ნაქურდალი ნივთი მალევე ექიმის ჯიბიდან ადმინისტრაციის თანამშრომლებმა  ამოიღეს. გორის სამხედრო ჰოსპიტალში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა წყაროს ცნობით, მედიკოსი სამსახურიდან უკვე გაუშვეს. უცნობია  დაიწყო თუ არა ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, რადგან როგორც ,,ტვ მონიტორინგმა“ გაარკვია, მომხდარზე საქმის კურსში პოლიცია არ ჩაუყენებიათ

ასევე შეგიძლიათ იხილოთ