თეა წულუკიანი კასპის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად თანამედროვე ხელოვნების რეგიონულ ცენტრს, არტ-ვილა "გარიყულას" ესტუმრა. მინისტრი ცენტრის საქმიანობას ადგილზე გაეცნო და მისი ხელმძღვანელისგან, მხატვარ ყარამან ქუთათელაძისგან "გარიყულას" წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია. "გარიყულა" კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ფუნქციონირებს და თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი კულტურული ცენტრების არსებობა, მით უმეტეს რეგიონებში, რათა მოხდეს კულტურის პოპულარიზაცია და სამინისტრო ყოველთვის იქნება მსგავსი პროექტების მხარდამჭერი. ამისთვის თეა წულუკიანმა შესთავაზა არტ-ვილა "გარიყულას" ხელმძღვანელს კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრის გამართვა, რათა მოხდეს ცენტრის წინაშე არსებულ გამოწვევებზე უფრო დეტალური მსჯელობა, სამომავლო გეგმის დასახვა და განისაზღვროს, რით შეუძლია სამინისტროს კულტურული ცენტრის საქმიანობის უფრო მეტი ხელშეწყობა.