ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 3,9 მილიარდი ევრო სტრატეგიულ დარგებს მოხმარდება
„ევროკავშირმა საქართველოს დახმარების თაობაზე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - 3.9 მლრდ ევროს ოდენობის დახმარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია იმ მთლიანი პაკეტის, რაც აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ქვეყნებისთვის არის გამოყოფილი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ქვეყნებისთვის დახმარების პაკეტთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ეს ძალიან დიდი ინვესტიცია მოხმარდება ყველაზე მეტად სტრატეგიულ დარგებს, დაკავშირებადობის მიმართულებით.