შიდა ქართლში გიორგი გახარიას პარტიას კიდევ ტოვებენ
პარტია „საქართველოსთვის“ შიდა ქართლში მორიგმა წევრებმა დატოვეს.
ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიაში უკვე შესულია ნელი მულაძის განაცხადი, რომელიც საარჩევნო რეგისტრაციიდან მისი კანდიდატურის ჩახსნას მოითხოვს. ნელი მულაძე გახარიას პარტიიდან საკრებულოს პროპორციული სიის წევრი იყო.
ხაშურში ყოფილი პრემიერის პარტია დატოვა ნარგიზა ხაჩიძემაც. მან მიმართა საოლქო კომისიას საარჩევნო რეგისტრაციიდან საკუთარი კანდიდატურის ჩახსნის მოთხოვნით.