დამტვრეული და განადგურებული ინვენტარი - პარტია ,,ახალის" წევრები ქარელში, ოფისიდან გამოყარეს



დამტვრეული და  განადგურებული ინვენტარი  -  პარტია ,,ახალის" წევრები ქარელში, ოფისიდან გამოყარეს

ხმაური იყო ქარელში, სადაც ნიკა გვარამიას პარტია ,,ახალი"-ს წევრებს ოფისი დაატოვებინეს. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი ფინანსური დავალიანება გახდა. როგორც ირკვევა მათ ქირა ჰქონდათ დასაფარი, რომელსაც არ იხდიდნენ. როგორც ქარელში ამბობენ, შენობის მესაკუთრემ, ოპოზიციის წევრებს  პარტიის ინვენტარი, ქუჩაში გადმოუყარა, დაზიანებულია ნივთების ნაწილი. ადგილზე მობილოზებული იყო პოლიცია. დეტალების გარკვევას ოფისის მესაკუთრესთან ლიზა ძაბახიძესთან შევეცადეთ, თუმცა მან ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ინციდენტთან დაკავშირებით პარტია ,,ახალში"  ამბობენ, რომ მათ ფინანსური დავალიანება არ აქვთ. უთამხმოება კი ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ფართის მესაკუთემ შექმნა, რომელიც პოლიციამ დააკავა, ზარალს კი მისი ოჯახი აანაზღაურებს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ