მამაკაცი ფუტკრის კბენიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა - შემთხვევა წალენჯიხაში დღეს მოხდა



მამაკაცი ფუტკრის კბენიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა - შემთხვევა წალენჯიხაში დღეს მოხდა

წალენჯიხაში შუახნის მამაკაცი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მას ფუტკარმა უკბინა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია ადასტურებს. მისივე თქმით, მამაკაცი მეზობლის სახლში საქმიანობდა, რა დროსაც მას მწერმა უკბინა.

"სახლში შესულა, სანამ ოჯახის წევრები პრეპარატას ეძებდნენ, რომ გაეკეთებინათ მისთვის, გარდაცვლილა. სასწრაფოც გამოიძახეს, თუმცა ექიმებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ", - ამბობს ფარცვანია.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ