ზაზა გახელაძე თავისუფალია
ზაზა გახელაძე გაათავისუფლეს, ინფორმაციას ოკუპირებულ ოსეთშიც ადასტურებს.
ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობაში 1 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.
შიდა ქართლში უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე ცხინვალის ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა. ბიბილოვის ბრძანება დღეს გამოქვეყნდა და დღეიდანვე მოქმედია.
"გათავისუფლეს იგი თავისუფლების აღკვეთით შემდგომი სასჯელისაგან", -წერია დოკუმენტში.