გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 სექტემბერს 11:00-
დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
კასპის მუნიციოალიტეტის სოფლებში მირიანი, კავთისხევი, ახტალა, წინარეხი
და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გორში თამარ
მეფის, ღამბარაულის, ლეონიძის, რაზმაძის და მიმდებარე ქუჩებზე; 13:00-დან
15:00 საათამდე აბონენტებს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზერტი,
ბერშუეთი, ქვემო სობისი, კირბალი, ზემო სობისი, მეჯვრისხევი, სობისი,
ახალსოფელი და მიმდებარე ტერიტორიაზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების
დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.