100 ათას ლარიანი გირაო და დამატებითი შეზღუდვები გიორგი კანდელაკს - ადვოკატის შეთავაზება



100 ათას ლარიანი გირაო და დამატებითი შეზღუდვები გიორგი კანდელაკს - ადვოკატის შეთავაზება

გორში, ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებული ყოფილი მოკრივის, გიორგი კანდელაკის ადვოკატლანა ცერცვაძე აცხადებს, რომ ერთადერთი, რის გამოც, კანდელაკი პატიმრობაშია, ბორის გოგიჩაიშვილის გამოკითხვის ოქმია.

კაცი თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს და ვერ წაიკითხავს ამას, როგორ შეიძლება ვინმეს დაკავების და შემდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის საფუძველი ეს გახდეს?"- იკითხა სასამართლო პროცესზე ადვოკატმა

რაც შეეხება წარდგენილ ბრალს, უფლებადამცველის თქმით, საქმის მასალებში ვერ დაინახა, რა როლი ჰქონდა გიორგი კანდელაკს აღნიშნულ საქმეში.

ადვოკატმა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიებად 100 ათასი ლარიანი გირაო და დამატებითი შეზღუდვები შესთავაზა

ამაზე საუბარი საერთოდ არ არის - საუბარია მხოლოდ ბატონი ბორიას ჩვენებაზე, რომლის საფუძველზეც მოხდა კანდელაკის დაკავება

ის ამბობს, რომ გიორგი [კანდელაკი] ჩართული იყო ამ პროცესებში, თუმცა კონკრეტული მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. როგორ შეიძლება ეს გახდეს პატიმრობის გამოყენების საფუძველი?

ბატონ გიორგის იმ ადგილთან საერთოდ არ აქვს შეხება.

ვთავაზობთ, აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებულ იქნას 100 ათასი ლარის გირაო და დამატებითი შეზღუდვები: პასპორტის ჩამორთმევა, ყოველკვირეული მისვლა საგამოძიებო უწყებაში და კონკრეტულ პირებთან კომუნიკაციის შეზღუდვა"- თქვა მან

ასევე შეგიძლიათ იხილოთ