''არაფერს გამოვრიცხავთ'' - ''ენმ'' პარლამენტიდან გასვლაზე
"ოპოზიციის ერთიანი პოზიციის ერთგულები ვიქნებით" - ასე ეხმაურება აკაკი მინაშვილი მამუკა ხაზარაძის ინიციატივას.
"ბატონი ხაზარაძის რეაქცია იყო ძალიან ადეკვატური, ძალიან სწორი და ჩვენ, "ნაციონალური მოძრაობა" არაფერს გამოვრიცხავთ, ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ როგორც მივიღეთ გადაწყვეტილება პარლამენტში შემოსვლის დროს, ჩვენ ვიქნებით ოპოზიციის ერთიანი პოზიციის მიმდევარი და ერთგული", - თქვა აკაკი მინაშვილმა.