გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 სექტემბერს 10:00-
დან 11:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
გორში სტალინის, ფარნავაზის, ქუთაისის, გოგებაშვილის, გიორგი
ბრწყინვალეს და მიმდებარე ქუჩებზე; 13:00-დან 14:30 საათამდე აბონენტებს
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელბში სურამი, ბუღაურა, ჩუმათელეთი და
მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე,
ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.