გიორგი კანდელაკი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
გორელი ბიზნესმენი და ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი, გიორგი კანდელაკი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას "მთავარი" არხი ავრცელებს. როგორც ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა ,,მთავარს'' განუცხადა, ბიზნესმენს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 200 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალეს. პროცესი დღეს საქალაქო სასამართლოში გაიმართა. გიორგი კანდელაკი 2025 წლის 17 სექტემბერს, 6 სხვა პირთან ერთად დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გორში დაკავებულთა არალეგალური საწარმოდან 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.