გორელი მსახიობების მემორიალური დაფა იმ სახლის კედელზე გაიხსნა, სადაც მათ 49 წლის განმავლობაში იცხოვრეს.
გორელი მსახიობების სერგო (ჩეკო) ტატალაშვილისა და მისი მეუღლის, როზალია ცაბაძის — მემორიალური დაფა იმ სახლის კედელზე გაიხსნა, სადაც მათ 49 წლის განმავლობაში იცხოვრეს.
მსახიობების სახლთან შეიკრიბნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები. მათ პატივი მიაგეს ხელოვანთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ გაიხსენეს თავისი საქმის უანგაროდ შეყვარებული მსახიობები, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება სცენასა და მაყურებელს მიუძღვნეს.
გორის გიორგი ერისთავის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში საიუბილეო საღამო გაიმართა. მსახიობების ახლობლებმა და მეგობრებმა მოგონებებით კიდევ ერთხელ გააცოცხლეს მათი შემოქმედება და სცენაზე განვლილი წლები. სტუმრების თქმით, თეატრის სცენა ორივე ხელოვანისთვის წლების განმავლობაში მეორე სახლი იყო.
სერგო (ჩეკო) ტატალაშვილი იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი და გორის საპატიო მოქალაქე, ხოლო როზალია ცაბაძე — რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი.