შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 39 126 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 775 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 351 PCR ტესტით.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 793 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 712 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 243 შემთხვევა, აჭარა - 419, იმერეთი - 273, ქვემო ქართლი - 149, შიდა ქართლი - 102, გურია - 71, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 142, კახეთი - 175, მცხეთა-მთიანეთი -75, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20.