ამირან გამყრელიძე - საქართველოში ინდური შტამით ინფიცირებულია 30-40 პროცენტი, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ძალიან სწრაფად იზრდება



ამირან გამყრელიძე - საქართველოში ინდური შტამით ინფიცირებულია 30-40 პროცენტი, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ძალიან სწრაფად იზრდება

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ინდური შტამით ინფიცირებულია 30-40 პროცენტი და ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ძალიან სწრაფად იზრდება.

„დელტა შტამით ინფიცირებულია 30-40 პროცენტი და ძალიან სწრაფად იზრდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება სერიოზულად არის გაუარესებული. მისივე თქმით, ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა. გამყრელიძემ საკითხზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა დახურულ სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობაზე.

„საშიშროება სერიოზულია, ამიტომ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ეპიდსიტუაცია მძიმდება, ჩვენ შევდივართ სერიოზულ ტალღაში. დღევანდელი და გუშინდელი მონაცემები იმეორებს იმას, რაც მაისის პიკში, ასევე ნოემბრის დასაწყისში გვქონდა. უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, პირველ რიგში, ვატაროთ პირბადე დახურულ სივრცეებში. ასევე შემოდის რეგულაცია პირბადის ღია სივრცეებში ტარებაზე იქ, სადაც ვიკრიბებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ