ინდივიდუალური შემოქმედებითი პროექტების დასაფინანსებლად კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა



ინდივიდუალური შემოქმედებითი პროექტების დასაფინანსებლად კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა

ინდივიდუალური შემოქმედებითი პროექტების დასაფინანსებლად კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა

„ინდივიდუალური შემოქმედებითი პროექტების/ ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა რეგიონებში, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან“.

კონკურსისათვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 90 000 ლარს და მისი მიზანია რეგიონებში კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და კულტურის სფეროში თვითრეალიზებისა და თვითგამოხატვის უზრუნველყოფა; ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა ინდივიდუალური შემოქმედებითი პროექტების/ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა რეგიონებში, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან, პერფორმანსების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების, გამოფენების, შეხვედრების, ვორქშოპების, ლექცია-სემინარებისა და სხვა სახის ღონისძიებების ჩატარების გზით; ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის მხარდაჭერა.

🔸კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს.

🔸ინფორმაციისთვის, საკონკურსო განაცხადები მიიღება 2021 წლის 21 ივნისიდან 2021 წლის 30 ივნისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, ბეჭედდასმული (ბეჭედის არსებობის შემთხვევაში) და დასკანერებული. კონსულტაციის გავლა შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე: 599 463462

ასევე შეგიძლიათ იხილოთ