2021 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345 ამომრჩეველს შეადგენს



2021 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345 ამომრჩეველს შეადგენს

2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345 ამომრჩეველს შეადგენს. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობის პროცესი დაასრულა. მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345 ათასს შეადგენს. თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობაა მილიონ 2 ათას 900, აქედან 41 314 რეგისტრირებულია კრწანისის ოლქში, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელსაც წელს პირველად ეძლევა შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობის, ვინაიდან მათ კენჭისყრის დღისთვის უსრულდებათ საარჩევნო ასაკი, არის 39 135.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა განახლებული ბაზა 15 სექტემბერს გადაეცა. კანონმდებლობის შესაბამისად ცესკომ დაამუშავა აღნიშნული მონაცემები, განახორციელა საარჩევნო ოლქების და უბნების მიხედვით დაყოფა და განახლებული საარჩევნო სია ცესკოს ვებ-გვერდზე უკვე ხელმისაწვდომია.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ