ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა



ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა.

როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტიკარაძე რექტორის მოადგილის რანგში უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების პროექტებს ჩაიბარებს. კერძოდ, უხელმძღვანელებს ადრონული თერაპიის ცენტრის კლინიკურ ნაწილს, სასწავლო ჰოსპიტალისა და მედიცინის სკოლის პროექტებს, რომელიც უნივერსიტეტში განხორციელდება.

ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძე 2019-2021 წლებში იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. მანამდე კი, 2015–2019 წლებში იკავებდა გენერალური დირექტორის პოზიციას „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკურ გაერთიანებაში“. ხოლო 2008-2013 წლებში კი, შვეიცარიაში, მესამეულ ქვეყნებში ჰოსპიტალური და სადაზღვევო სექტორის განვითარების კონსულტანტად მუშაობდა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ