ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გორის მუნიციპალიტეტში ორი ახალგაზრდა დაშავდა



ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გორის მუნიციპალიტეტში ორი ახალგაზრდა დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გორის მუნიციპალიტეტში ორი ადამიანი დაშავდა. ტვ მონიტორინგოს ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, სოფელ ახალდაბასთან მოხდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა გორმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია. შემთხვევის ადგილზე მუშაობა სამართალდამცველებმა ხცოტა ხნის წინ დაასრულეს.

ჩვენი ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბორდიულს შეეჯახა და ამოტრიალდა. ავტომანქანაში ორი ახალგაზრდა იჯდა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ