შემზარავი ამბავი კასპის მუნიციპალიტეტის - 20 წლიანი ტყვეობის შემდეგ მეზობლებმა , მამინაცვალის მიერ დაბმული და ნაწამები გოგო აღმოაჩინეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში 20 წლის წინ გამოკეტილი და დაბმული გოგო იპოვეს.
Tv მონიტორინგის ინფორმაციით, 20 წლიანი ტყვეობიდან გამოქცეული ქალი მეზობლებმა დაინახეს და ფაქტი, სწორედ ამის შემდეგ გასაჯაროვდა. სოფელში, სადაც ეს მძიმე ამბავი მოხდა ამბობენ, რომ ფაქტის შესახებ იცოდა ყველამ, მათ შორის სოფლის გამგებელმა, რომელიც ფაქტს საგულდაგულოდ მალავდა.
ტვ მონიტორინგი ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მუშაობს, რესპონდენტები ამბობენ, რომ ძალადობის მსხვერპლი ჯერ კიდევ 4 წლის ასაკში, იმის გამო გახდა, რომ მამინაცვალს, მისი საზოგადოებაში გამოჩენა არ სურდა.
გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო. სხვა დამატებით დეტალებს ჩვენ ამ წუთებში ვარკვევთ და ვრცელ რეპორტაჟს, ორშაბათს, საღამოს 19:00 საათზე, ტვ მონიტორინგზე ნახავთ.