შიდა ქართლში კორონა ვირუსით ინფიცირების 90 ახალი შემთხვევა გამოვლინდა



შიდა ქართლში კორონა ვირუსით ინფიცირების 90 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 439 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 524 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 915 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 236 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 128 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 236 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 946 შემთხვევა, აჭარა - 499, იმერეთი - 177, ქვემო ქართლი - 100, შიდა ქართლი - 90, გურია - 38, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 126, კახეთი - 165, მცხეთა-მთიანეთი -56, სამცხე-ჯავახეთი - 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ