როგორ ნაწილდება ბოლო 24 საათში გაკეთებული კოვიდსაწინააღმდეგო აცრები რეგიონის მიხედვით
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გაკეთებული კოვიდსაწინააღმდეგო აცრების სტატისტიკას აქვეყნებს. ყველაზე მეტი - 9 868 აცრა თბილისში გაკეთდა, ყველაზე ცოტა - 167 კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
სხვა რეგიონებში სტატისტიკა ასეთია:
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 993;
გურია - 625;
აჭარა - 3 891;
იმერეთი - 3 232;
სამცხე-ჯავახეთი - 698;
შიდა ქართლი - 1 535;
მცხეთა-მთიანეთი - 673;
ქვემო ქართლი - 983;
კახეთი - 1 428.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 25 083-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 831 815 აცრა გაკეთდა. სრულად ვაქცინირებულია 245 207 ადამიანი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 490 462 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 429 190, გარდაიცვალა 6 483 პაციენტი.