2021 წლის 16-20 აგვისტოს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით ყოველწლიური საერთაშორისო ვირტუალური საზაფხულო სკოლა გაიმართება
2021 წლის 16-20 აგვისტოს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ყოველწლიური საერთაშორისო ვირტუალური საზაფხულო სკოლა. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას მიიღებენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ტუშიას უნივერსიტეტის (იტალია), ვარშავის უნივერსიტეტის (პოლონეთი), რეჯებ ტაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის (თურქეთი), კომრატის უნივერსიტეტის (მოლდოვა), კავკასიის უნივერსიტეტის (თურქეთი), ოპოლეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (პოლონეთი), ხაზარის უნივერიტეტის (აზერბაიჯანი) და მასარიკის უნივერსიტეტის (ჩეხეთი) სტუდენტები. პროექტში სულ 25 სტუდენტი ჩაერთვება.