თენგიზ ჩიტიაშვილი ხაშურის მერობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან“



თენგიზ ჩიტიაშვილი ხაშურის მერობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან“

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები რეგიონების მიხედვით უკვე ცნობილია. გადაწყვეტილება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამოაცხადა. პარტიამ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად თენგიზ ჩიტიაშვილი დაასახელა.

 

საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, თვითმმართველობის არჩევნების თარიღიც კანონმდებლობის დონეზე განისაზღვრება.

საარჩევნო კოდექსით იქნება გათვალისწინებული, რომ საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის მორიგი არჩევნები ოქტომბრის პირველ შაბათს გაიმართება. მიმდინარე წელს, თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს იქნება დაგეგმილი.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ