დელტა ვირუსის წინააღმდეგ მედიკამენტ „მოლნუპირავირის“ ეფექტურობა კვლევებით დადასტურდა
„მერკი“, ანუ მწარმოებელი კომპანია, თავის ოფიციალურ გვერდზე ადასტურებს მონაცემებს, რომელიც სტატისტიკურად არის გამყარებული კვლევების მეშვეობით. 29 დღის შედეგის მიხედვით, დადასტურებულია, რომ თუ პაციენტები იღებდნენ „მოლნუპირავირს“, მათი გართულებების მაჩვენებელი იყო 7.4%, მაშინ როდესაც იმ პირებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, ანუ პირები, რომლებიც „მოლნუპირავირს არ იღებდნენ“, 14.1% გახლდათ გართულებებისა და სიკვდილის მაჩვენებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ორჯერ ნაკლები იყო რისკი მოლნუპირავირის შემთხვევაში და ორჯერ აღმატებული მისი არმოხმარების შემთხვევაში“, – განაცხადა მარი მალაზონიამ.
გადაცემის წამყვანმა ასევე აღნიშნა, რომ „მოლნუპირავირი“ არ იქნება ერთადერთი პრეპარატი, რომელსაც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ გამოიყენებენ.
„პროგნოზის მიხედვით, სავარაუდოდ, „მოლნუპირავირი“ იქნება პირველი პრეპარატი, რომელიც მიიღებს უფლებას, აღმოჩნდეს აფთიაქების დახლებზე, მაგრამ ასევე მუშავდება და თითქმის დასრულების ფაზაშია კვლევები, რომლებიც მიმდინარე წელს თავის შედეგს გამოიღებს, ეს ეხება „ფაიზერის“ პრეპარატს და „როშეს“ პრეპარატს.