,,საფლავიდან დედის ქვა მომპარეს“ - გორელებს საფლავები გაძარცვული დახვდათ



,,საფლავიდან დედის ქვა მომპარეს“ - გორელებს საფლავები გაძარცვული დახვდათ

მოქალაქეები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საფლავები გაძარცვული დახვდათ. ისინი იმასაც წერნ, რომ მსგავსი შემთხვევები ხშირია. მათივე ინფორმაციით, მოპარულ ნივთებს ყიდიან ან ჯართში აბარებენ.

,,საფლავის ბარდიურები მოიპარეს“, ,,მეც მამის საფლავიდან მაგიდა მომპარეს , ასე როგორ უნდა დაეცე ადამიანი“, ,,მაგიდა მეც მომპარეს“, ,,საფლავიდან დედის ქვა მომპარეს. დღემდე ვერ ამიხსნია რათ უნდოდათ ეს ქვა“ - წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 25 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს. ქვეყანაში შექმილმა ეპიდვითარებამ კი ორი წლის შემდეგ მოსახლეობას მისცა საშუალება ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს ტრადიციულად მიცვალებულთა საფლავებზე გადნენ და მათ ქრისტეს აღდგომა ახარონ.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ