შიდა ქართლში კორონა ვირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისსა და აჭარაშია.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 208 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 540 შემთხვევა, აჭარა - 810, იმერეთი - 782, ქვემო ქართლი - 307, შიდა ქართლი - 363, გურია - 172, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 368, კახეთი - 513, მცხეთა-მთიანეთი - 157, სამცხე-ჯავახეთი - 146, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 50“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 490 462 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 429 190, გარდაიცვალა 6 483 პაციენტი.