ვაქცინაცია ორსულებში მუცლის მოშლის ალბათობას არ ზრდის
ვაქცინაცია ორსულებში მუცლის მოშლის ალბათობას არ ზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის დაავადების კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრი (CDC) ავრცელებს.
„CDC-მ კიდევ ერთხელ შეისწავლა ადრეულ სტადიებზე ორსულებისთვის ვაქცინის უსაფრთხოება და მუცლის მოშლის რისკის მატება ვერ აღმოაჩინა. კვლევაში ორსულობის მე-20 კვირამდე აცრილი 2500 ქალი მონაწილეობდა“, - აღნიშნავენ ამერიკულ რეგულატორში.
კვლევის მიხედვით, Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებით აცრილ ორსულ ქალებში მუცლის მოშლის ალბათობა 13%-ს შეადგენდა, ზოგადად კი ეს მაჩვენებელი 11-დან 16 პროცენტამდე მერყეობს.