,,ხშირად მენატრება ჩემი ცხინვალი, და დღეს რატომღაც ასე დამემართა და არ გამიწყრეთ". - წერს, ინა ლომაური.



,,ხშირად მენატრება ჩემი ცხინვალი, და დღეს რატომღაც ასე დამემართა და არ გამიწყრეთ". - წერს, ინა ლომაური.

,, ..იცით, არის მომენტი წერა რომ გინდება კალმით ფურცელზე.

ახლა ვნახე კადრები ახლანდელი ცხინვალის და იქ ჩანს ბებოს აივანი, და მე გავხდი ის გოგო იქიდან რომ იყურებოდა და აკვირდებოდა ყველაფერს, ბებოს აივანი პირდაპირ უყურებდა სასტუმროს, და ძალიან უხაროდა სასტუმროს აივნებზე მყოფი ადამიანების ყურება. რატო? იმიტომ რომ მაშინ ზუსტად იცოდა რომ იქ ქართველები ცხოვრობდნენ, ხან ფეხბურთელები, ხან შეყვარებულები და რავიცი... სიცხემ ამიწია ალბათ, ისე მომენატრა ვერ გაიგებს ვერავინ, მომენატრა ის ორი ნაძვი რომელიც ბებოს აივნის წინ, იმ პატარა გოგონას წინ იდგა და თურმე როგორც კადრში დავინახე ისევ დგას, ისევ დგას იმ ლამაზი სულების სადიდებლად და მოლოდინით, მოლოდინით იმისა რომ იქ იმ აივანზე ისევ გამოვა გოგონა ღიმილიანი სახით.

ახლა ღამეა, უცნაური სიჩუმეა ფანჯრებს მიღმა, უცნაურად ვარ მეც და კარგად ვხვდები რაც მინდა...

ტვინი გამეყინა და სხეული მეწვის ვეღარ ვიგებ რა მინდა, არა უნდა გავიდე და ვიხეტიალო ჩემი ცხინვალის ქუჩებში...

კარი გამოვაღე და როგორცკი ნიავმა დამკრა მივხვდი რომ გორში ვარ😢

უცბად ცას ავხედე, იქვე ჩამოვჯექი და მთვარეს დავუწყე ცქერა რომ ისევ ცხინვალში ვყოფილიყავი, ის მთვარე ახლა ხომ ჩემს ცხინვალშიცაა, ხოდა მეც იქ ვარ ჩემს ქუჩაზე, ჩემს ბავშვობასთან, ჩენს სკოლასთან, ჩემს სტუდენტობასთან, ჩემს ცხინვალელებთან... ვუყურებ და ბღავილი მინდა.😢

ამასთან ერთად შენ მომენატრე ჩემო ჟორიკო, ჩემო ტკბილო ძამიკო... ნეტავ ახლა ჩემს გვერდით იჯდებოდე და ერთად ვუყურებდეთ გორიდან ჩვენი ცხინვალის მთვარეს, მიყვარხარ... კი ტკივილამდე.

❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

პ.ს. ხშირად მენატრება ჩემი ცხინვალი, და დღეს რატომღაც ასე დამემართა და არ გამიწყრეთ." - წერს, ინა ლომაური.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ