შიდა ქართლში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 509 ახალი შემთხვევიდან: თბილისშიგამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარა - 68, იმერეთი - 15, ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 4, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 38, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი- 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 513, საიდანაც: 4 114 ადამიანიმკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 298, აჭარაში - 483, იმერეთში - 416. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 801 პირი, მათ შორის, თბილისში - 383, აჭარაში - 89, იმერეთში -101. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 151 პირი, მათგან თბილისში - 96, აჭარაში - 10, იმერეთში - 8. 790 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის457 - თბილისში, 305 - აჭარაში. 9 609 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლოაჭარაში - 14.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 476 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 111 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 365 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 509 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 312 954-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიურიმაჩვენებელი არის 6.81%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.0%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.6%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 200 პირი, ხოლო ჯამშიგამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 294 252 მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 163 პირი ემსხვერპლა.
სულ 6 ოქტომბრიდან - 2 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინესივრცეებში გადაყვანილია - 24 593 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 612 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 24 750 პირი, აჭარაში - 2 503, იმერეთში - 1 212.