გურამ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებს "მედიატერორისტები" უწოდა



გურამ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებს "მედიატერორისტები" უწოდა

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორის, გურამ ფალავანდიშვილის სახლი სამართალდამცველებმა დღეს დილით გაჩხრიკეს. ​ჰომოფობიური და მოძალადეობრივი ჯგუფის ლიდერები ალექსანდრე და გურამ ფალავანდიშვილები პოლიციამ საგამოძიებო უწყებაში ჩხრეკის შემდეგ გადაიყვანა. წასვლამდე გურამ ფალავანდიშვილმა კომენტარი მედიასთან გააკეთა და განაცხადა, რომ დასაკავებელი არის არა ის, არამედ მედიის წარმომადგენლები:

"ჩვენ სახლში ვერაფერი კანონსაწინააღმდეგო ვერ ნახეს, ვერც ნივთი და ვერც ნივთიერება. ჩვენ ვართ ძალიან კანონმორჩილი ხალხი, თუ ეს კანონები არ ეწინააღმდეგება 10 მცნებას. როგორც მე ვიცი არ გვაკავებენ, უნდათ დაკითხვა. ჩვენ უარს ვამბობთ დაკითხვაზე, მხოლოდ სასამართლოზე და ადვოკატთან ერთად. გამოვთქვამთ წუხილს რომ არ აკავებენ ძალადობის ინიციატორებს "თბილისი პრაიდს" და მედია ტერორისტებს - ტელევიზიებს, უნდა დაგაკავონ თქვენ,"- განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

მედიის წარმომადგენლებთან შელაპარაკება მოუვიდათ ფალავანდიშვილის ოჯახის წევრებსაც. მათ ჟურნალისტებს ცილისმწამებლები და მოძალადეები უწოდეს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ