ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა - შემთხვევა გორთან მოხდა



ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა - შემთხვევა გორთან მოხდა

ცოტა ხნის წინ მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე.

TV მონიტორინგის ინფორმაციით, ავტომობილი, რომელიც სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, წინასწარი ინფორმაციით, არიან ახალგაზრდები.

ამ ეტაპზე ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. პერიმეტრი კი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. სხვა დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ წუთებში ვარკვევთ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ