შიდა ქართლში Covid-19 გამო, დისტანციურად 28 სკოლის 40 კლასი სწავლობს



შიდა ქართლში Covid-19 გამო, დისტანციურად 28 სკოლის 40 კლასი სწავლობს

შიდა ქართლში კორონავირუსით ინფიცირებულ მოსწავლეთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. რეგიონში Covid-19 გამო, დისტანციურად 28 სკოლის 40 კლასი სწავლობს.  ონლაინ რეჟიმზეა გადასული გორის 10 სკოლის 11 კლასი, ქარელის 7 სკოლის 14 კლასი, ხაშურის 6 სკოლის 8 კლასი და კასპის 5 სკოლის 7 კლასი. კორონავირუსის დადასტურების გამო, იზრდება დისტანციური სწავლების მოდელით სწავლის გაგრძელების მსურველთა რაოდენობაც.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ