ხაშურელი ახალგაზრდა Case Western Reserve University - ში ისწავლის
"მე ვარ მარიამი, 20 წლის, ხაშურიდან. ყოველთვის მინდოდა საზღვარგარეთ სწავლა, თუმცა ხშირად მეუბნებოდნენ რომ საჯარო სკოლიდან, თანაც რაიონიდან, ამაზე მხოლოდ თუ ვიოცნებებდი. გარდა ამისა, დაფინანსებაც დიდ პრობლემას წარმოადგენდა. თუმცა ბევრი შრომის შემდეგ ისე მოხდა რომ ჯერ პატარ-პატარა გაცვლით პროგრამებში მივიღე მონაწილეობა. შემდეგ კი საერთაშორისო სკოლა UWC Dilijan-ში ჩავირიცხე სრული დაფინანსებით. ორი წელი იქ გავატარე სადაც არამარტო ცოდნა არამედ უდიდესი გამოცდილებაც შევიძინე.
ორი წლის შემდეგ კი ამერიკის რამდენიმე უნივერსიტეტმა შემომთავაზა ადგილი. საბოლოოდ არჩევანი Case Western Reserve University-ზე შევაჩერე სადაც სრული დაფინანსება მოვიპოვე რომელიც წელიწადში 83 000$-ს შეადგენს.
ყველაზე მეტად ის მახარებს რომ სამეცნიერო სფეროში ერთ-ერთი მოწინავე უნივერსიტეტია და შესანიშნავი გარემოა ჩემთვის ქიმიური ინჟინერიის შესასწავლად. ეს სფერო ბავშვობიდან მაინტერესებს თუმცა სამწუხაროდ საქართველოში არც თუ ისე ბევრ გოგონას შევხვედრივარ ვინც ქიმიურ ინჟინერიას სწავლობს ასე რომ ძალიან გამიხარდება თუ ამ სფეროში ქალთა ჩართულობა მოიმატებს.
იმედია ჩემი ისტორიაც ისეთივე მოტივაციის მიმცემი იქნება სხვებისთვის როგორც ყველა თქვენი პოსტი ქართველი სტუდენტების წარმატებაზე." - მარიამ ბაიდაური