კელი დეგნანი: იმედი მაქვს, რომ 2 ოქტომბერს იქნება თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები
ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ამომრჩეველზე და ყველაფერს ვნახავთ 2 და 3 ოქტომბერს. ვიმედოვნებთ, რომ ეს საარჩევნო კამპანია, საარჩევნო გარემო ფოკუსირებული იქნება საკითხებზე, ამომრჩეველბისთვის ახსნაზე, თუ რას გააკეთებენ კანდიდატები მათი ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებისთვის, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხცადა.
„ასევე, ვიმედოვნებთ, რომ პოლიტიკური ლიდერები აქტიურად და ცხადად ისაუბრებენ დაშინების, თავდასხმებისა და სოციალურ მედიაში შევიწროების წინააღმდეგ. იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური ლიდერები უზრუნველყოფენ უსაფრთხო გარემოს, მათ შორის კოვიდ შეზღუდვების შესაბამისად. ვიმედოვნებთ, რომ ამომრჩევლები ინფორმირებული მისცემენ ხმას. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება კარგი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, – განაცხადა დეგნანმა.