ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ლამისყანა-აღაიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გახარიას პარტია დატოვა



ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ლამისყანა-აღაიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გახარიას პარტია დატოვა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების ლამისყანა-აღაიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ჯამბულ ბეგიაშვილმა გახარიას პარტია დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ბეგიაშვილის შვილმა სატელეფონო საუბრისას დაგვიდასტურა. როგორ მან თქვა, ჯამბულ ბეგიაშვილმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ჯანმრთელობის პრობლემების გამო თქვა.

,,გიდასტურებთ, რომ მამაჩემმა მართლაც დატოვა გახარიას პარტია. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ახლაც წამლები აქვს მიღებული და სძინავს“ - გვითხრა ჯამბულ ბეგიაშვილის შვილმა

ჯამბულ ბეგიაშვილი ლამისყანა-აღაიანის თემის მაჟორიტარ კანდიდატად 4 სექტემბერს წარადგინეს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ