''ნაცმოძრაობის მოღალატეობრივი საქციელის "გაპრავების" მცდელობამ სულ სხვა მასშტაბი შეიძინა" - მამუკა მდინარაძე ''ენმ''-ს
"დილიდან ნაცმოძრაობის ისტერიამ და მოღალატეობრივი საქციელის "გაპრავების" მცდელობამ სულ სხვა მასშტაბი შეიძინა" - ასე ეხმაურება მამუკა მდინარაძე "მთავარი არხის" ეთერში მის მიერვე "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გაკეთებულ ბრალდებებს.
""ერთი პატარა ფრაზა"; "ქართული დიპლომატიის გამარჯვება"; "ბოლო მომენტში შეტანილი ცვლილება, რომელიც გარკვეულწილად ცუდია"; "სადავო პუნქტები"
ასე აფასებენ დილიდან ნაცები რეზოლუციას და ჩანაწერს, სადაც ეწერა, რომ თითქოს 2008 წლის შვიდ აგვისტოს ქართველმა სამხედროებმა გაუფრთხილებლად, ცხინვალის დაბომბვით დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები და სამოქალაქო საზოგადოებას საფრხე შეუქმნეს არტილერიის და კასეტური ბომბების გამოყენებით. აი ეს დააბრალეს საკუთარ ქვეყანას!
ამბობენ, რომ ღირდა, რადგან იმავე რეზოლუციაში იქნა ტერმინი "ოკუპაცია" გამოყენებული და ჩვენთვის პოზიტიური სხვა პუნქტებიც ჩაიწერა, - თითქოს ომის დაწყება რომ არ დაებრალებინათ საკუთარი ქვეყნისათვის, ისე რუსეთს ოკუპანტს არ უწოდებდა ცივილიზებული სამყარო...", - წერს მამუკა მდინარაძე.