კასპის მუნიციპალიტეტის ორ სკოლაში covid 19-ით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა - ხვალიდან სკოლებში სწავლა სრულად დისტანციური რეჟიმით განახლდება



კასპის მუნიციპალიტეტის ორ სკოლაში covid 19-ით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა  - ხვალიდან სკოლებში სწავლა სრულად დისტანციური რეჟიმით განახლდება

კასპის მუნიციპალიტეტის ორ სკოლაში covid 19-ის ვირუსის შემთხვევები გამოვლინდა. ინფექცია ქალაქ კასპის N2 საჯარო და სოფელ ზემო ხანდაკის სკოლებში დადასტურდა. აღნიშნულ სკოლებში სწავლა სრულად დისტანციური რეჟიმით 11 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 

ვირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო, მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, ნათია ილურიძე მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 

,,ძვირფასო მშობლებო უმორჩილესად გთხოვთ სკოლაში წასვლამდე აკონტროლეთ მოსწავლის ტემპერატურა და 37 და მეტის დაფიქსირების, ან ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში არ გაუშვათ მოსწავლე სკოლაში. როდესაც უკვე გამოვლენილია სიმპტომატიკა, ეს ვირუსის გავრცელების რისკს ზრდის, რაც ხშირად ხდება მთლიანად კლასის ელექტრონული სწავლების მოდელზე გადასვლის მიზეზი." - ამბობს ნათია ილურიძე. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ