გორის N7 საჯარო სკოლის დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლის გადაწყვეტილება ,,ტვ მონიტორინგის“ ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ მიიღეს



გორის N7 საჯარო სკოლის დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლის გადაწყვეტილება ,,ტვ მონიტორინგის“ ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ მიიღეს

,,ტვ მონიტორინგის“ ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ, გორის N7 საჯარო სკოლა სწავლის სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.  კორონავირუსის შემთხვევების საგრძნობლად მატების მიუხედავად, სკოლაში სწავლა მაინც გრძელდებოდა. გუშინ კი მოსწავლეთა უმრავლესობა სკოლაში აღარ გამოცხადდა და დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა მოითხოვეს.  კორონავირუსით ინფიცირებულები არიან მოსწავლეები და პედაგოგები. როგორც დირექტორმა 21 ოქტომბერს განაცხადა, კოვიდ-19 სკოლის 18 მოსწავლეს  და 3 პედაგოგს აქვს.  აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში გართულებულ ეპიდვითარებაზე ,,ტვ მონიტორინგმა“ სიუჟეტი გუშინ, მოსწავლეთა ნაწილის თხოვნით მოამზადა. ერთ-ერთი მოსწავლე ამბობდა, რომ სავარაუდოდ , კოვიდინფიცირებული პედაგოგი გაკვეთილებს ატარებდა, რაც მოგვიანებით სკოლის ადმინისტრაციამ უარყო. 

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ