მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების უფასო რეგისტრაცია დაიწყო
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში სრულიად უფასოდ ახორციელებს მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას.
პროექტის ფარგლებში რეგისტრაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროცედურა უფასოა. მათ შორის :
უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება და სისტემატიზება.
საკადასტრო აგეგმვითი-აზომვითი ნახაზის მომზადება.
საკადასტრო მონაცემების ცვლილება
საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია
საკადასტრო აგეგმვითი-აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაზუსტება
გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, დავების გადაწყვეტა (სანოტარო მედიაცია)
თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.
გორის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ შინდისში 28 ივლისიდან საველე საკადასტრო აგეგმვითი-აზომვითი სამუშაოები უკვე დაიწყო, რომელიც 18 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.