გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - მომდევნო დღეებში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
13 ივლისს, დღის ბოლოდან 15 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.