ავარიას კარალეთთან ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ცნობილია დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობაც
ერთი ადამიანის გარდაცვალებით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გორი-კარალეთის გზაზე. შუახნის ქალის ცხედარი ცოტა ხნის წინ, შემთხვევის ადგილიდან, გორის პროზექტურაში გადაასვენეს.
ტვ მონიტორინგის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, ოპელის და მერსედესის მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა. დაშავდა ოთხი ადამიანი, მათგან ორი გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ორი კი გორმედში გადაიყვანეს.