მოპარულია ოქროს სამკაულები და ტექნიკა - გორში ბინა ერთ თვეში ორჯერ გაქურდეს
ორი ტელევიზორი, კომპიუტერი და წვრილმანი ტექნიკა წაიღეს ბოლო ქურდობისას კობინატის დასხლებაში მდებარე ბინიდან. შემთხვევა საღამოს სათებში, გუშინ მოხდა. სახლის მეპატრონის თქმით, უცნობი პირები ბინაში ფანჯრიდან მაშინ გადაძვრნენ, როდესაც სახლში არავინ იმყოფებოდა.
,,ფანჯარა დაგვხდა გაღებული. წაღებულია ტელევიზორები და კომპიუტერი. სახლში არავინ ვიყავით."- ამბობს ბინის მეპატრონე.
ბინის მეპატრონის თქმით მანმდე ქურდებმა ბინიდან ძვირადღირებული სამკაულები და ბიჟუტერია გაიტანეს. ჯამში ვარუდობენ, რომ ზარალი 15 000 ლარს სცდება. ოჯახის თქმით სამართალდამცველებს მაშინაც შეატყოიბინეს, რომლებიც დამნაშავეებს ამ დრომდე ეძებენ.
,,გადაქექილი იყო სახლი, უჯრიდან იყო წაღებული ძვირფასი სამკაულები და ბიჟუტერია. როგრც ჩანს მაშინაც იცოდნენ, რომ სახლში არ ვიყავით და მაგ დროს შეიპარნენ.“ - ამბობს ბინის მეპატრონე.
მოხდარზე დაწყებულია გამოძიება.